ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველო, თბილისი - 18:02 | 21.06.2021
ნანახია: 911

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში წერს.

"გულითადად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წარმატებული არჩევნების ჩატარებას და წინასწარი შედეგების მიხედვით „სამოქალაქო თანხმობის“ პარტიის გამარჯვებას. წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც! მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთის ახალ მთავრობასთან",-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე