ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თითქოს ეკლესიისაგან უნდა დაეცვათ ბავშვები და დამთავრდება იმით, რომ ტელევიზიებისგან იქნებიან ბავშვები დასაცავი ცოტა ხანში - ჯაღმაიძე

საქართველო, თბილისი - 11:35 | 17.06.2021
ნანახია: 146

მეუფე იაკობმა უკვე მოასწრო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ამ მცირე ხანში, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა

„მე მგონია, რომ დაგვავიწყდა ბავშვები. გვახსოვს მარტო ის, თუ როგორ შევაღწიოთ შიგნით. ბავშვებზე ვიფიქროთ. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თითქოს ეკლესიისაგან უნდა დაეცვათ ბავშვები და დამთავრდება იმით, რომ ტელევიზიებისგან იქნებიან ბავშვები დასაცავი ცოტა ხანში“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს უნივერსიტეტში, ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით, სახალხო დამცველსა და მთავარეპისკოპოს იაკობს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად 3 დღის წინ დაინიშნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე