თბილისთან განვიხილავდით საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს „ექვსეულის პლატფორმის“ ფარგლებში - ერდოღანი
საქართველო, თბილისი - 19:32 | 16.06.2021 ნანახია: 1000
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ანკარა ოფიციალურ თბილისთან განიხილავდა საქართველოსა და რუსეთის თანმაშრომლობას „ექვსეულის პლატფორმის“ ფარგლებში.
2020 წლის დეკემბერში ერდოღანმა ბაქოში ვიზიტისას, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიევთან ერთად განიხილავს სამხრეთ კავასიის რეგიონში „ექვსეულის პლატფორმის“ შექმნას შემდგომი თანამშრომლობის განვითარებისათვის. მისი თქმით, პლატფორმაში უნდა გაწევრიანებულიყვნენ თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი და საქართველო, ასევე სურვილის შემთხვევაში -სომხეთი.
„მე ჩემს ძმასთან (პრეზიდენტ ალიევთან) ერთად გამოვედი წინადადებით. და რა იყო ეს წინადადება? მოდით, შევქმნათ თანამშრომლობის პლატფორმა ექვსი ქვეყნისგან (რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანი, სომხეთი და საქართველო). შევქმნათ სტაბილურობა რეგიონში. მაგრამ აქ არის საქართველოსა და რუსეთის მომენტი. ჩვენ განვიხილავდით საკითხს საქართველოს პრემიერთან. მე ვუთხარი, რომ ეს სასარგებლოა საქართველოსთვის. მოდით, გავაკეთოთ ეს. გვინდა, რომ გადალახოთ სირთულეები რუსეთთან. ვუთხარი, რომ ეს კარგი იქნებოდა. რეგიონს სჭირდება მშვიდობა“ , - განაცხადა ერდოღანმა აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 21 დეკემბერს, “ელჩების კონფერენცია 2020”-ისადმი ონლაინ მიმართვაში გამოეხმაურა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, როგორც წლის ერთ-ერთ გამოწვევას ჩვენს რეგიონში. ზურაბიშვილმა სამწუხარო უწოდა საქართველოს პასიურობას რეგიონში მშვიდობის აღდგენის პროცესში და თქვა, რომ “საქართველო ვერ იქნება პასიური კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ”.
“კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე, ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული — მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა — ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში და არის. ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით “ჩვენი გაცოცხლების წელი”, - თქვა მაშინ ზურაბიშვილმა.
ქართველმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ „ექვსეულის პლატფორმა“ საქართველოსთვის მიუღებელია და ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება Twitter-ზე მკაცრად გააკრიტიკეს აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ და ევროპაში აშშ-ის არმიის მთავარსარდალმა 2014-17 წლებში ბენ ჰოჯესმა და მას შეცდომა უწოდეს.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















