საპატრიარქო ჩამოყალიბდა დახურულ, პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტად და წარმოადგენს ქვეყნის განვითარების შემაფერხებელ რუსეთის ბასტიონს საქართველოში - ჯაფარიძე
საქართველო, თბილისი - 12:50 | 03.06.2021 ნანახია: 778
კონკორდატი და ყველა იქიდან გამომდინარე პრივილეგია უნდა გაუქმდეს და საქართველოს ეკლესიას უნდა მიეცეს შანსი ხელახლა გაქრისტიანდეს, - ასე ეხმიანება "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებს.
მისი აზრით, მთავარი პრობლემა საპატრიარქოშია, რომელიც ილია მეორეს ხელში სრულად დახურულ, პოლიტიკური ძალაუდლების მქონე ინსტიტუტს წარმოადგენს.
"ნინოწმინდაში რაც ხდება ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია. პრობლემა საპატრიარქოშია, რომელიც მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის ხელში ჩამოყალიბდა სრულად დახურულ პილიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტად და წარმოადგენს ქვეყნის განვითარების მთავარ შემაფერხებელ რუსეთის ბასტიონს საქართველოში.
კონკორდატი და ყველა იქიდან გამომდინარე პრივილეგია უნდა გაუქმდეს და საქართველოს ეკლესიას უნდა მიეცეს შანსი ხელახლა გაქრისტიანდეს. სხვა ყველაფერი მხოლოდ სიმპტომებთან ბრძოლაა, რადგან რეალურ პრობლემაზე საჯაროდ საუბარი საშიშია და/ან პოლიტიკურად წამგებიანი.
დღევანდელი რეალობა კი ზუსტად აჩვენებს რომ ამ ქვეყანაში გაბატონებული პატრიარქის კერპთაყვანისმცემლობა უპრობლემოდ იღებს ბავშვების სიცოცხლეს შესაწირის სახით", - წერს ზურა ჯაფარიძე.
სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).
ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო.
პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს, მათგან ყველაზე უმცროსი - 5 წლის.
ომბუდსმენის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არც გაეროს დროებითი ღონისძიების შემდეგ შეუშვეს. სამაგიეროდ, პანსიონში იმყოფებოდა პედოფილიაში ბრალდებული მეუფე სერაფიმე.
სახალხო დამცველის მიერ 2015 წლის ანგარიშში საუბარი იყო ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების დასჯის სასტიკ მეთოდებზე, რომელიც მტკიცებულებების სახით პირველ ინსტანციაში გაასაჩივრეს, თუმცა სასამართლომ ამ ყველაფერში საფრთხე ვერ დაინახა.
“ბავშვი რამეს რომ დააშავებს, მას უბრძანებენ ხელები დაიდოს თავზე, მუხლებზე დაიჩოქოს და დერეფანში მუხლებზე ჩოქვით გაიაროს. ასევე, დასჯის მეთოდია 100 მეტანია”,- წერია ანგარიშში.
პოლიტიკა
- აშშ-ში ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას - თამარ ჩერგოლეიშვილი
- ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ - საქართველოში ირანის ელჩი
- ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას - „ოპოზიციის ალიანსი“
- დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, ეს გზა დასრულებული არ არის, აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, გასაძლიერებელია სუვერენიტეტი, ასაგებია ახალი ურთიერთოებები - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
- 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
მსოფლიო
- უკრაინისთვის 90 მილიარევროს სესხის შესახებ დღეს კარგი ამბავი არ მაქვს, იმედი მაქვს, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს შემდეგ სხდომაზე იქნება მიღებული - კაია კალასი
- მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია - პიტ ჰეგსეთი
- აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან, წადით და აიღეთ თქვენი ნავთობი - დონალდ ტრამპი მოკავშირეებზე
- იტალიამ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს სიცილიის სიგონელას ავიაბაზაზე დაშვების უფლება არ მისცა - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















