6-7-თვიანი მსჯელობის შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა, წავიდეს მარცხჯვნივ - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 12:19 | 31.05.2021
ნანახია: 642

6-7-თვიანი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება, წავიდეს მარცხჯვნივ, - ასე აფასებს ქართული ოცნების წევრი, არჩილ თალაკვაძე ენმ-ის გადაწყვეტილებას შევიდეს პარლამენტში, თუმცა, ხელი არ მოაწეროს შარლ მიშელის შეთანხმებას.

"ჩვენი ქვეყნის პარტნიორების, საზოგადოების და ხელისუფლების პასუხისმგებლიანი ქმედებების შემდეგ პოლიტიკური პროცესი დაბრუნდა ნორმალურ კალაპოტში, საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაერთო ოპოზიცია. 6-7-თვიანი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება, წავიდეს მარცხჯვნივ. ზუსტად ასე შევაფასებდი მათ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ მათ თან უნდათ პარლამენტში ყოფნა, თან არ სურთ შეთანხმებაზე ხელის მოწერა," - თქვა თალაკვაძემ.

ნაციონალური მოძრაობამ პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ, 30 მაისს მიიღო. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე