ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის

საქართველო, თბილისი - 18:08 | 30.05.2021
ნანახია: 808

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის.

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება პატრიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გამოაცხადა. 

გარდა ამისა, მელიას განცხადებით, საბჭომ გადაწყვიტა, რომ პარტია შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. მელიას თქმით, პარტიისთვის ერთი პუნქტი კატეგორიულად მიუღებელია - საუბარია 20 ივნისის საქმეების ამნისტიაზე.

პოლიტსაბჭოს წინ უძღოდა მოლაპარაკებები და რეგიონებში, პარტიის წარმომადგენლებთან  შეხვედრები.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე