ჩვენი მთავარი მიზანია, ამ ქვეყანაში დავასრულოთ ნებისმიერი რადიკალიზმი - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 19:31 | 29.05.2021
ნანახია: 600

ჩვენი მთავარი მიზანია, ამ ქვეყანაში დავასრულოთ ნებისმიერი რადიკალიზმი— განუცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.

"ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოდის რადიკალიზმი.

ჩვენი მთავარი მიზანია, ამ ქვეყანაში დავასრულოთ ნებისმიერი რადიკალიზმი. არ ვითანამშრომლებთ არავისთან, სადაც რადიკალურ ტენდენციებს დავინახავთ", - აღნიშნა გახარიამ.

პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის” გახარიამ დღეს, 29 მაისს დააფუძნა. მისი თავმჯდომარე თავად გიორგი გახარია იქნება.

პრეზენტაციაზე გახარიამ პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა. ისაუბრა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე