დამტკიცდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა
საქართველო, თბილისი - 21:47 | 28.05.2021 ნანახია: 759
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სხდომის მონაწილეებმა 2021 წლის 16 მარტს ბრიუსელში გამართული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შედეგები შეაჯამეს, რომელიც პანდემიის უპრეცენდენტო გამოწვევების ფონზე წარმატებულად შეფასდა.
კომისიამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც წლის განმავლობაში ევროკავშირთან ინტეგრაციის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებს მოიცავს. აღნიშნული აქტივობები ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ, ევრო-დირექტივებითა და რეგულაციებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და ვადებს პასუხობენ.
პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა მოიცავს არა მხოლოდ ასოცირების შეთანხმებითა და დღის წესრიგით ნაკისრ ვალდებულებებს, არამედ მასში ასევე გაწერილია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკით, ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.
კომისიამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინა. აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებს. ამ კუთხით ხაზი გაესვა, რომ განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური დაახლოების კუთხით, მათ შორის ისეთ სფეროებში როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, დასაქმება და შრომითი უფლებები, გენდერული თანასწორობა, განათლება და მეცნიერება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, რეგიონული განვითარება, საჯარო შესყიდვები და სხვა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, კომისიის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად გასატარებელი ღონისძიებების კონცეფცია იყო. აღნიშნული კონცეფცია მიზნად ისახავს როგორც გასატარებელი კომპლექსური ღონისძიებების ნათლად წარმოჩენას, ისე მნიშვნელოვანი პრიორიტეტების იდენტიფიცირებას, რაც ქვეყანას დაეხმარება მაქსიმალურად მოემზადოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებაში. კონცეფციის ფარგლებში გათვალისწინებულია ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა ევროინტეგრაციის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების კონსოლიდაცია, ევროკავშირთან ინტეგრაციის საგარეო განზომილება და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის განხორციელება.
კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს 17 მაისს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლითაც ოფიციალურად დაფუძნდა „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატი, რაც ლოგიკური გაგრძელებაა იმ ერთობლივი ინტენსიური ძალისხმევისა, რომელსაც სამი ქვეყანა ახორციელებს წლების მანძილზე და მიზნად ისახავს ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან საერთო პოზიციებით გამოსვლას მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე.
კომისიის წევრებმა სამომავლო ღონისძიებებზე იმსჯელეს და განიხილეს 2021 წლის დეკემბერში ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებული საკითხები.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















