"მაჭახელაში" ერთმანეთს უცხოელი ტურისტები და რესტორნის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ

საქართველო, თბილისი - 10:20 | 27.05.2021
ნანახია: 772

რესტორან "მაჭახელაში" ერთმანეთს უცხოელი ტურისტები და დაწესებულების თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. კონფლიქტი შელაპარაკებით დაიწყო, რაც მოგვიანებით ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

რესტორნის მენეჯერის თქმით, სასადილოდ მისული 4 ტურისტი თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა, ობიექტის უსაფრთხოების სამსახურმა კი ტურისტებს რესტორანი დაატოვებინა. ამის შემდეგ კონფლიქტი "მაჭახელას" გარე ტერიტორიაზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთი ტურისტი დაშავდა.

რესტორნის მენეჯერის თქმით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე