საქართველოს პრეზიდენტმა 12 პირი შეიწყალა

საქართველო, თბილისი - 17:25 | 26.05.2021
ნანახია: 565

საქართველოს პრეზიდენტმა 10 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთი ცნობით, სამი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო, შვიდ მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა.

შეწყალების აქტი შეეხო ასევე, ორ პირობით მსჯავრდებულს.

სულ ჯამში, 2021 წლის 26 მაისს პრეზიდენტმა შეიწყალა 12 პირი (10 თავისუფლებაღკვეთილი და ორი პირობით მსჯავრის მქონე).


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე