ქართველებო, გელოდებით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ. გელოდებით ნატო-ში, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას - ანჟეი დუდა
საქართველო, თბილისი - 13:32 | 26.05.2021 ნანახია: 661
ქართველებო, გელოდებით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია, თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ, გელოდებით ნატო-ში, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და საკუთარი მომავლის კეთილდღეობის მშენებლობას, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლონეთის ისტორიის ფურცლებზე მნიშვნელოვნად აღიბეჭდნენ ქართველი ოფიცრები, რომლებიც პოლონეთის არმიას შეუერთდნენ.
„ახლა სრულდება 100 წელი მას შემდეგ, რაც პირველმა ქართველმა ოფიცრებმა ისარგებლეს შესაძლებლობით, საკონტრაქტო სამსახურში ჩამდგარიყვნენ პოლონეთის შეიარაღებული ძალების რიგებში. ქართველებმა მალევე მოიპოვეს აღიარება თავიანთი სამხედრო უნარების წყალობით, ხოლო საკუთარი თავგანწირვა და ერთგულება პოლონეთის რესპუბლიკის მიმართ, მამაცურად დაადასტურეს მეორე მსოფლიო ომის დრამატულ წლებში. ქედს ვიხრი ქართველი გმირების წინაშე, რომლებიც იბრძოდნენ და თავი გასწირეს ჩვენი სამშობლოსთვის 1939 წლის სექტემბერში, ვარშავის აჯანყებაში. ასევე კატინის ტყეში საბჭოთა ხოცვა-ჟლეტვის მსხვერპლის წინაშე, პოლონელ ოფიცრებთან ერთად დაღუპულებს. 2007 წელს ვარშავის აჯანყების მუზეუმის თავისუფლების პარკში ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტებმა საზეიმოდ გახსნეს პოლონეთის ჯარში მომსახურე ქართველი ოფიცრებისადმი მიძღვნილი ძეგლი. ყოველთვის მადლიერებით სავსე ხსოვნით ვიგონებთ მათ. ძვირფასო მეგობრებო, პოლონეთი, ჩვენ და ქართველები გამუდმებით ამჩნევენ ერთმანეთში და პატივს სცემენ თავისუფლებისადმი დიდ სიყვარულს. არაერთხელ გვიბრძოლია ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ერთხელ მოპოვებული თავისუფლება, არასოდეს არის მარადი, როგორც ჩვენი დიდი თანამემამულე, წმინდა იოანე პავლე მეორე ამბობდა, თავისუფლება აქვს მინიჭებული, მაგრამ ასევე აქვს მიბარებული, ამიტომაც უნდა ვიზრუნოთ მასზე და დავიცვათ ის სრული პასუხისმგებლობით. მიმაჩნია, რომ იგივე ეხება სახელმწიფოებსა და ერებს. სამწუხაროდ, არსებობენ სახელმწიფოები, რომლებსაც მიაჩნიათ სრულიად განსხვავებულად და მოქმედებენ. თავისუფლებას განსაზღვრავენ დომინირებისა და სხვებისთვის თავისუფლების ძალადობით ჩამორთმევის ჭრილში. ეს იცოდა ასევე აწ გარდაცვლილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გმირული მისიის დროს, საქართველოზე რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სიტყვით გამოვიდა. დიდი ხნის შემდეგ ჩვენმა მეზობლებმა ჩრდილოეთიდან, რომელსაც ასეული წლებია ვიცნობთ, ირგვლივ მდებარე სახელმწიფოები მის დაქვემდებარებაში უნდა რომ იყვნენ, ჩვენ ვამბობთ არას“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ისტორიის გადმოსახედიდან ეს მხოლოდ 13 წელია და დღესაც არ შეიძლება უფლება მიეცეს რომელიღაც სახელმწიფოს, 21-ე საუკუნეში აწარმოოს იმპერიალისტური და აგრესიული პოლიტიკა, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით.
„იმისათვის, რომ ეს არ დავუშვათ, საჭიროა ვიზრუნოთ საერთშორისო ინსტიტუტების განმტკიცებაზე და მოვითხოვოთ სახელმწიფოთაშორისი სოლიდარობა. ჩვენი ერთობა და სოლიდარობა წინ უნდა აღუდგეს ყველა იმპერიალისტურ მარშს, ამიტომაც ვარ დღეს თქვენთან ერთად და მინდა, ხმამაღლა გავიმეორო, რომ ევროპის გაერთიანებასა და ნატო-ში არის საკმარისი ადგილი ჩვენი მეგობრებისთვის – საქართველოსთვის და უკრაინისთვის. განსაკუთრებით ახლა, ამჟამინდელ ვითარებაში შენარჩუნებული უნდა იყოს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პოლონეთისა და პოლონელების სახით გყავთ საიმედო მოკავშირე, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, პოლონეთის გამოცდილებიდან ჩანს, რაოდენ დიდ ძალისხმევას მოითხოვს რეფორმები. ევროკავშირამდე და ნატო-მდე მიმავალი გზა, არის რთული, ის ზოგჯერ დაუსრულებელიც კი გვეჩვენება.
„რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების მე-17 წელი და ამ პერსპექტივიდან შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო სწორი გზა ხშირად მომდევნო მოსახვევად გადაიქცეოდა ხოლმე, რომლის შემდეგაც საჭიროა ძალების ხელახლა მოკრება, რათა ფინიშამდე მივსულიყავით. თუმცა მერწმუნეთ, ამ დროის გადმოსახედიდან დანახული ყველა ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ მოითხოვდა ღრმა რეფორმებს, ნამდვილად ღირდა. ამიტომაც მოგიწოდებთ, როგორც თქვენი მეგობარი, გამოიჩინოთ დაჟინებულობა რეფორმების გზაზე, ასევე შეინარჩუნოთ ევროპული სტანდარტები პოლიტიკური ერთიანობის ჩამოყალიბებისა და პოლიტიკური დიალოგის პატივისცემაში.
აქ არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, აქ არის ანტიკური კოლხიდა, ეს არის თქვენი ქართული მემკვიდრეობა. ევროპული კულტურა დღეს, ეს ნიშნავს ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემას, ისეთის, როგორიც არის დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და თავშეყრის თავისუფლება. ეს ღირებულებები დაცული უნდა იყოს სახელმწიფოსა და სახელმწიფო ორგანოების მიერ.
ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატია, პატივისცემა და სოლიდარობა – ეს ის პრინციპებია, რომელიც ასევე ჩვენს ურთიერთობებს ედება საფუძვლად. ქართველებო, გელოდებით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ. გელოდებით ნატო-ში ქართველები, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და საკუთარი მომავლის კეთილდღეობის მშენებლობას. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლონეთის სახით გყავთ მეგობარი, რომელიც გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















