დამოუკიდებელი საქართველო დემოკრატიისა და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზას ირჩევს - დავით ზალკალიანი
საქართველო, თბილისი - 11:50 | 26.05.2021 ნანახია: 1187
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - დაკარგული და მოპოვებული თავისუფლების ისტორია“ - ამ სათაურით გამოცემა „ევროაქტივი“ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სტატიას აქვეყნებს. სტატიაში მინისტრი აღნიშნავს, რომ 2021 წელი ერთგვარი ნიშანსვეტია, ვინაიდან დამოუკიდებლობის აღდგენის საიუბილეო თარიღთან ერთად, 2021 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 103-ე და საქართველოს საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლისთავიც აღინიშნება. ზალკალიანის თქმით, 1921 წელს საქართველომ პირველი კონსტიტუცია მიიღო და შემდგარ სახელმწიფოდ იქცა, და მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაციამ ქვეყანას თავისუფლება დააკარგვინა, დამოუკიდებლობის სამმა წელმა ქართველ ერს წარსულის გააზრება, მომავლის გზის დასახვა და თავისუფლებისკენ სწრაფვა ასწავლა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვებისა და შენარჩუნების გზა არ ყოფილა მარტივი. „საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ საფრთხეს უქმნის ჩრდილოელი მეზობელი, თუმცა დღეს საქართველო დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოა, რომელსაც მხარს საერთაშორისო საზოგადოება უმაგრებს“. როგორც მინისტრი აღნიშნავს, საქართველოს უმთავრესი გამოწვევა ევროპულ ოჯახში დაბრუნებაა. ქვეყანა დღენიადაგ ისწრაფვის ევროპული ევროინტეგრაციისკენ და ამ გზაზე მან უკვე მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს.
საქართველო ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორია, ასოცირების შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნასა და ევროკაშირის ერთიან ბაზარში ქვეყნის ინტეგრაციას ითვალისწინებს. ევროპასთან ძლიერი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბება საქართველოს ევროპული დღის წესრიგის მთავარი ელემენტია. სწორედ ამიტომ, საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის სტრატეგიის განხორციელებაში, ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლის პოზიციას გაამყარებს. ამ კუთხით, ზალკალიანი ყურადღებას ამახვილებს „ასოცირებული ტრიოს" დაფუძნებაზე, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის, აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებისა და რეგიონალური უსაფრთხოებისთვის სამი სახელმწიფოს: საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ძალისხმევის გაერთიანებას გულისხმობს. როგორც მინისტრი აცხადებს, ევროპული ინტეგრაცია ახალ მნიშვნელობას იძენს იმ შესაძლებლობების კუთხით, რომლებსაც ის კონფლიქტის შედეგად გახლეჩილ საზოგადოებებს სთავაზობს. კერძოდ, ზალკალიანი აღნიშნავს, რომ ევროპაში ინტეგრაციის სიკეთეებით სარგებლობას ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები პირებიც შესძლებენ, რაც ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების გრძელვადიან მიზანს ემსახურება.
თავის სტატიაში ზალკალიანი ევროატლანტიკური ოჯახისადმი საქართველოს ურყევ ერთგულებაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ საქართველოს ნატოს წევრობისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი გააჩნია. ამასთან, საქართველოს გამორჩეული წვლილი შეაქვს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში და ნატოს ოპერაციებში მონაწილე ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე რიგით პირველი კონტრიბუტორია. საქართველო ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. აღნიშნულ ფონზე, მინისტრის თქმით, საქართველო ალიანსისგან გადამწყვეტ პოლიტიკურ ნაბიჯებს ელის. „ისტორია ადასტურებს, რომ როდესაც საქართველო თავისუფალია და დამოუკიდებელი, ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის განმტკიცების გზას ირჩევს. ეს სწორედ ის გზაა, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მიიყვანს“ - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.
პოლიტიკა
- აშშ-ში ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას - თამარ ჩერგოლეიშვილი
- ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ - საქართველოში ირანის ელჩი
- ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას - „ოპოზიციის ალიანსი“
- დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, ეს გზა დასრულებული არ არის, აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, გასაძლიერებელია სუვერენიტეტი, ასაგებია ახალი ურთიერთოებები - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
- 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
მსოფლიო
- უკრაინისთვის 90 მილიარევროს სესხის შესახებ დღეს კარგი ამბავი არ მაქვს, იმედი მაქვს, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს შემდეგ სხდომაზე იქნება მიღებული - კაია კალასი
- მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია - პიტ ჰეგსეთი
- აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან, წადით და აიღეთ თქვენი ნავთობი - დონალდ ტრამპი მოკავშირეებზე
- იტალიამ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს სიცილიის სიგონელას ავიაბაზაზე დაშვების უფლება არ მისცა - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















