ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველო, თბილისი - 09:16 | 26.05.2021
ნანახია: 534

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დღე, რომელიც, ერთდროულად, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალია. დღე, რომელიც გვიყვარს, გვეამაყება და გვაერთიანებს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – წერს პრემიერი სოციალურ ქსელში.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე