თვითმფრინავის იძულებით დაშვება და ჟურნალისტის დაპატიმრება მიუღებელია - სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში მომხდარზე

საქართველო, თბილისი - 14:45 | 24.05.2021
ნანახია: 885

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ბელარუსში მომხდარ ინცინდენტს ეხმიანება.

პრეზიდენტის განცხადებით, მომხდარი არღვევს საერთაშორისო ნორმებს და მისი უგულვებელყოფა შეუძლებელია.

"თვითმფრინავის იძულებით დაშვება და ჟურნალისტის დაპატიმრება მიუღებელია. ეს არღვევს ძალიან ბევრ საერთაშორისო ნორმას, რომლის უგულვებელყოფაც მიუღებელია", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, მინსკში დაჯდომა აიძულეს.

ბორტზე ოპოზიციონერი ჟურნალისტი, Telegram-არხის Nexta-ს დამფუძნებელი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. რომელიც ბელარუსის ხელისუფლებამ დააკავა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე