„ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს დღეს რეალური კონკურენტი - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:41 | 23.05.2021
ნანახია: 584

ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც რეალური კონკურენტი არ ჰყავს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, განიხილავს თუ არა „ქართული ოცნება“ კონკურენტად ლევან ვასაძეს.

„ჩვენი კონკურენტი არის გაჭირვება, ეკონომიკური სიდუხჭირე და უმუშევრობა. აი, ეს არის „ქართული ოცნების“ კონკურენტი. „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს დღეს რეალური კონკურენტი. ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც არ ჰყავს რეალური კონკურენტი. ეს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის. უნდა განვითარდეს რეალური ოპოზიცია, ჯანსაღი ოპოზიცია უნდა განვითარდეს საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს არის ეს გამოწვევა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე