ირაკლი ღარიბაშვილი პედრო სანჩესს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 22:40 | 20.05.2021
ნანახია: 645

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს შეხვდა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გავმართე ჩემს კოლეგასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან. ვისაუბრეთ საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ეკონომიკური, ბიზნეს და კულტურული ურთიერთობების განვითარებაზე. განვიხილეთ პანდემიის გავლენა ჩვენს ქვეყნებზე და ხაზი გავუსვით ვაქცინების თანაბარი განაწილების მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოვიწვიე", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე