ველოდებით ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას, იმედია მათ ვნახავთ პარლამენტში - ჰარცელი

საქართველო, თბილისი - 14:08 | 20.05.2021
ნანახია: 558

ველოდებით ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას, იმედია მათ ვნახავთ პარლამენტში, - ამის შესახებ ევრო კავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ამ შეთანხმების განხორციელება ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. პოზიტიურად ვუყურებ ამ ყველაფერს. პასუხისმგებლობა აქვს, როგორც ოპოზიციას, ასევე მმართველ პარტიას. მიმდინარეობს ძალაუფლების გადანაწილების პროცესი და უკვე რეალური ნაბიჯია იმისთვის, რომ პარლამენტმა სრული შემადგენლობით იმუშაოს. ჩვენ ველოდებით ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას, იმედია მათ ვნახავთ პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია მათ მიიღონ მონაწილეობა განხილვებში", - თქვა ჰარცელმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე