ევროკავშირს შეუძლია დაეყრდნოს საქართველოს, როგორც სტაბილურსა და მტკიცედ ევროპულ პარტნიორს რეგიონში - სალომე ზურაბიშვილის და შარლ მიშელის ერთობლივი სტატია
საქართველო, თბილისი - 18:01 | 19.05.2021 ნანახია: 970
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ სათაურით "საქართველოს მომავალი ევროპულია".
"საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 30 წლის წინ, განაახლა თავისი ისტორიული მისწრაფება ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად.
ევროკავშირმა სaქართველოს 2004 წელს ამ პროცესის გახსნით უპასუხა, რის შედეგადაც საქართველომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკიდან (2004) აღმოსავლეთ პარტნიორობის სტატუსს (2009) მიაღწია.
საქართველოს ევროპისაკენ სვლა 2014 წელს ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების (DCFTA) ხელმოწერით დაჩქარდა, 2017 წელს ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმებით გაგრძელდა და ქართველებს ევროკავშირში მოკლე ვადით უვიზოდ მოგზაურობის საშუალება მისცა.
დღეს ევროკავშირისა და საქართველოსა კავშირი გაცილებით ღრმაა, ვიდრე ოდესმე - ასეთ მიღწევაზე ვერავინ იფიქრებდა 1991 წელს, მაშინ როდესაც ქვეყანა საბჭოთა მმართველობისაგან გათავისუფლდა. თუმცა, 2021 წლის დასაწყისში საქართველო პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდა. ფარულმა პოლარიზაციამ მმართველი და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირა.
ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების ფასილიტაციის მიუხედავად, დაძაბულობა პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. ამასთანავე, 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული კონფლიქტის გამო რეგიონის სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგა, რამაც საქართველოში დემოკრატიისა და სტაბილურობის კონსოლიდაცია აუცილებელი გახადა.
საქართველოს პრეზიდენტის სრული მხარდაჭერით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირის მედიაციის ინიციატივით გამოვიდა, რის შემდეგაც პოლიტიკური დიალოგი 1 მარტს საქართველოში მისი ვიზიტისას განახლდა.
ჩვენ, საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს, გვსურს ჩვენი უდიდესი კმაყოფილება გამოვხატოთ შეთანხმების მიღწევისა და მმართველი და ოპოზიციური პარტიების მხრიდან მასზე ხელმოწერის გამო. ეს შეთანხმება ასრულებს კრიზისს, რომელსაც შესაძლოა, გასული ათწლეულების განმავლობაში მიღწეული დემოკრატიული წინსვლა შეეფერხებინა და შეესუსტებინა საქართველოს პროგრესი ევროპულ გზაზე. ლიდერების, დიალოგისა და კომპრომისის მეშვეობით საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ქვეყნის კეთილდღეობისათვის განსხვავებები გვერდით გადადეს, რაც ჭეშმარიტად ევროპული სულისკვეთებით გაკეთდა და საქართველოს, როგორც რეგიონში წამყვანი დემოკრატიის იმიჯი გააცოცხლა.
პოლიტიკური კრიზისი დასრულდა, ახლა უნდა შენარჩუნდეს კონსტრუქციული პოლიტიკური ჩართულობა. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, შეასრულონ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. ეს შეთანხმება საქართველოსათვის, ქართველი ხალხისა და ევროკავშირისათვის გამარჯვებაა.
გამარჯვება საქართველოში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუციებისათვის
ევროპის მხარდაჭერით, ეს შეთანხმება ქვეყნის ინსტიტუციების რეფორმებს გააღრმავებს: საარჩევნო პროცესი უმაღლეს სტანდარტებს დააკმაყოფილებს, სასამართლო სისტემის რეფორმა კი, სამართლის ნებისმიერ პოლარიზაციას დაასრულებს, ძალაუფლების გადანაწილების პროცედურები საქართველოს პარლამენტს ერთ-ერთ ყველაზე პლურალისტულს გახდის. ეს ცვლილებები კი, არა მხოლოდ გააძლიერებს და გააფართოებს საქართველოს დემოკრატიას, არამედ უზრუნველყოფს ინკლუზიურ და ქმედით რეფორმებსაც.
გამარჯვება ქართველი ხალხისათვის
პარტიული დაპირისპირებების მიღმა, ყურადღება გამახვილდება ქვეყნის წინაშე არსებული მწვავე საკითხების მოგვარებაზე: პანდემიასთან და მისგან გამოწვეულ სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებაზე; სტაბილურობის შენარჩუნებაზე; მომავალში ინვესტირებაზე. ქართველებმა დაინახეს, რომ კრიზისის დაძლევაში მარტო არ იყვნენ. დღემდე, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია, 200-ზე მეტი მიმდინარე პროექტითა და ჯამურად, 500 მილიონი ევროს ბიუჯეტით. ევროპის საინვესტიციო ბანკის ინვესტიცია დაახლოებით, 1,85 მილიარდი ევროა (რამდენიმე რომ ჩამოვთვალოთ) ეკონომიკურ განვითარებაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებასა და ინფრასტრუქტურაში.
ამას მოჰყვება ევროპის მხრიდან მეტად ხელშესახები მხარდაჭერა. შეთანხმება „საქართველოს სამომავლო გზა“ გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო ახლო თანამშრომლობას: ფინანსური დახმარება პოსტკოვიდური დარტყმის შესამსუბუქებლად; ევროკავშირის პროგრამებში გაზრდილი მონაწილეობა; ფოკუსირება ფიზიკურ და ციფრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რასაც საქართველოს, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ევროპასთან კავშირის გაძლიერება და ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდა შეუძლია.
გამარჯვება ევროკავშირისათვის
ევროკავშირს შეუძლია დაეყრდნოს საქართველოს, როგორც სტაბილურსა და მტკიცედ ევროპულ პარტნიორს რეგიონში, რაც აუცილებელია ევროპული ღირებულებების, უსაფრთხოებისა და ურთიერთკავშირისათვის. მაშინ, როდესაც რეგიონული ლანდშაფტი ფორმირებას განიცდის, საქართველო იმაზე უფრო მეტად მნშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, ახლა ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის გაღრმავება და თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება სჭირდებათ. ორმხრივ დღის წესრიგთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ განახლებულ და გაღრმავებულ აღმოსავლეთ პარტნიორობისათვის მუშაობას, რომელიც თანამშრომლობის არეალს აფართოებს, ზრდის ევროკავშირის მხარდაჭერას და აფართოებს ჩვენს ხალხებს შორის კავშირებს.
პარალელურად, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობაში ასოცირებულ პარტნიორებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის ხაზგასასმელად, ევროკავშირ-საქართველოს ბათუმის კონფერენციის ფარგლებში, გთავაზობთ ლიდერების შეხვედრას უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტებთან ერთად.
რეგიონში გაზრდილ გეოპოლიტიკურ ზეწოლაზე საუკეთესო პასუხი ევროპისა და საქართველოს მიერ ახლახან დემონსტრირებული მაგალითია, რაც ერთი მხრივ, გადამწყვეტი ევროპული პოლიტიკური მხარდაჭერაა პატარა, მაგრამ ცოცხალი დემოკრატიის მიმართ და ასევე, მხარდაჭერაა ნებისმიერი სახის დესტაბილიზაციის ასარიდებლად. მეორე მხრივ კი, ეს მაგალითი საქართველოს მიზანდასახულობაა, იმისათვის, რომ შეუფერხებლად განაგრძოს არჩეული გზა ევროატლანტიკური მომავლისაკენ".
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















