მელიას ჩასვლა კიევში, იმას ემსახურება, რომ სააკაშვილი ემალება ქართულ მართლმსაჯულებას და ვერ ჩამოდის საქართველოში - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 16:49 | 17.05.2021
ნანახია: 847

„ნიკა მელიას ჩასვლა სააკაშვილთან იმას ემსახურება, რომ სააკაშვილი ემალება ქართულ მართლმსაჯულებას და ვერ ჩამოდის საქართველოში არაერთი დაპირების მიუხედავად, აცხადებს პარლამენტის ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე. მისი განმარტებით, სწორედ ამიტომ, მელია მასთან ჩადის.

"სხვა შინაარსს ან რაიმე პერსპექტივას, რომ საქართველოს მომავალი ცხოვრებისთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, ვერ ვხედავ“, – განაცხადა თალაკვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე