დმანისში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეებს ამ დრომდე კითხავენ

საქართველო, თბილისი - 10:46 | 17.05.2021
ნანახია: 782

დმანისში 16 მაისს მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ უკვე გამოკითხა მაღაზიის მეპატრონეც. მისი თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარი უთხრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

Facebook-ზე გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან. დმანისის მერის, გიორგი ტატუაშვილის ინფორმაციით, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის, "ყოფით ნიადაგზე" მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე