15 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:17 | 13.05.2021
ნანახია: 1131

15 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, 15 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის გამართვის მიზანშეწონილობა აღარ არსებობს.

„ვითარება სრულიად შეცვლილია, ამ ეტაპზე რეალობა სხვა ძალისხმევას მოითხოვს. რა თქმა უნდა, 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. მე მგონი, ეს ისედაც ცხადი იყო“, - განაცხადა მელიამ.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე