საქართველო მკაცრად გმობს ისრაელის ტერიტორიაზე სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს - ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 00:06 | 13.05.2021
ნანახია: 611

მკაცრად ვგმობ ძალადობასა და სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც მიმართულია ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც მთავრობის მეთაურის „ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს.

„ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს და სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაჭრილებს. სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი თავიდან იყოს აცილებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე