ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს დღეს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 10:28 | 12.05.2021
ნანახია: 667

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილს სომხეთის რესპუბლიკის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რომლის შემდეგ გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება.

შეხვედრების დასრულების შემდეგ, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი მიმართვა პრესისადმი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ერევანში მიემგზავრება ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე