ნიკა მელია თავისუფალია - საქალაქო სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეცვალა

საქართველო, თბილისი - 16:38 | 10.05.2021
ნანახია: 577

საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ფორმა, პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეცვალა. შედეგად ნიკა მელია დღესვე, 10 მაისს უნდა გათავისუფლდეს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან.

8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე