ასპინძაში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 13:51 | 10.05.2021
ნანახია: 820

ასპინძაში, ერთ-ერთ ფერმაში, 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 60 წლის მამაკაცმა ფერმაში მყოფი მწყემსი მოკლა.

წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე