პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას პატიმრობის შეცვლის საკითხზე მიმართა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 09.05.2021
ნანახია: 855

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა

"ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა მისი პატიმრობა. ვადების შესახებ ვერაფერს გეტყვით სასამართლოზეა დამოკიდებული როდის ჩანიშნავს პროცესს ჩვენი მხრიდან გონივრულ ვადაში იქნა შუამდგომლობა შეტანილი", - განაცხადა ჟურნალისტებთნ საუბრისას პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

ამ დროისთვის არ არის ცნობილი, როდის დაინიშნება სასამართლო სხდომა, სადაც ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებენ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე