ყვარლის მუნიციპალიტეტში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 17:54 | 05.05.2021
ნანახია: 569

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 50 წლამდე მამაკაცი თანასოფლელმა დაჭრა. ცეცხლნასროლი ჭრილობები კაცს ფეხის არეში აქვს მიყენებული. 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე