ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

საქართველო, თბილისი - 20:47 | 04.05.2021
ნანახია: 997

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

"მთავარი არხის" მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარედ ივერი მელაშვილსა და გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები თავს დაესხნენ.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სასულიერო პირების გაღიზიანება დავით გარეჯში ივერი მელაშვილის მისვლამ გამოიწვია. მათ დააზიანეს "მთავარი არხის" კამერა, ფიზიკურად გაუსწორდნენ გადამღებ ჯგუფს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე