პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

საქართველო, თბილისი - 18:44 | 03.05.2021
ნანახია: 765

პოლონეთში საქართველოს 50 წლამდე მოქალაქეს ეძებენ. ის 18 აპრილის შემდეგ აღარავის უნახავს.
პაატა ჩიქობავა ემიგრაციაში სამუშაოდ იმყოფებოდა. დაკარგული მამაკაცის მეგობრები რაიმე ტიპის უთანხმოებას ან კონფლიქტს გამორიცხავენ. დახმარებისთვის უკვე მიმართეს საკონსულოს, დაკარგულს ეძებს ადგილობრივი პოლიცია.

მამაკაცი პოზნანში ცხოვრობდა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ჩიქობავა ბოლოს მეგობარს 18 აპრილს დაუკავშირდა და უთხრა, რომ პოზნანიდან 150 კმ-ის დაშორებით იმყოფებოდა, ამის შემდეგ კი მამაკაცთან სატელეფონო კავშირი გაწყდა.

პაატა ჩიქობავა პოლონეთში 2018 წლიდან იმყოფება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე