თბილისში 32 წლის მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 17:03 | 02.05.2021
ნანახია: 650

თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში 32 წლის პოეტი, მიშო დადიანი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიშო დადიანს რამდენიმე დაზიანება ცივი იარაღით მიაყენეს. ფაქტს წინ დაპირისპირება უძღოდა ახალგაზრდის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, თუმცა, რა გახდა მომხდარის მიზეზი, უცნობია.

ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

გამოძიება ჯანრთელობის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე