ოკუპირებული აფხაზეთიდან სიგარეტის გადმოტანისას პოლიციამ მამა-შვილი დაჭრა

საქართველო, თბილისი - 12:35 | 30.04.2021
ნანახია: 565

30 აპრილის დილას აფხაზეთიდან ენგურის გავლით უაქზიცო სიგარეტის გადმოტანისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მამა-შვილი დაჭრეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა საოკუპაციო ხაზთან, ნაფატის მონაკვეთზე მოხდა.

დაჭრილის დედის თქმით, მათ კონტრაბანდისტული სიგარეტი ჰქონდათ, თუმცა პოლიციამ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გახსნა.

ორივე დაჭრილი ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე