სოფელ შემოქმედში საფლავები გაძარცვეს

საქართველო, თბილისი - 19:15 | 29.04.2021
ნანახია: 617

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 10-მდე საფლავი გაძარცვეს. ინფორმაციას Guria.tv-ი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შემთხვევ გუშინ ღამით, ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა.

უცნობმა პირებმა საფლავებზე ე.წ. დურალუმინის ღობეები და კარები მოხსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258 - ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე