ფონიჭალაში, ნარკორეალიზატორებს დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი. დაკავებულია 3 პირი

საქართველო, თბილისი - 17:15 | 27.04.2021
ნანახია: 558

შსს-ს ინფორმაციით, ფონიჭალაში 3 ნარკორეალიზატორი დააკავეს. უწყების ცნობით, მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ ჩართული.

"გეგმის მიხედვით, ერთ-ერთი დაკავებული ნარკოტიკული საშუალების შემძნე პირებთან კომუნიკაციას, ხოლო 2 ბრალდებული მყიდველისთვის დათქმულ ადგილზე ნარკოტიკული საშუალების განთავსებას და ფულის მიღებას უზრუნველყოფდა. მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში, სამწუხაროდ, ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი". - თქვეს შსს-ში ბრიფინგზე.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე