ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში პოლიციელი ნაჯახით დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 19:36 | 18.04.2021
ნანახია: 552

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში პოლიციელი ნაჯახით დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 40 წლის კაცმა დაზიანება სამართალდამცველს იმ დროს მიაყენა, როცა მის დაკავებას ცდილობდნენ.

პოლიციელი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი. კაცის დასაკავებლად კი, პოლიციის დამატებითი ძალა გახდა საჭირო.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე