შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 10-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 19:15 | 14.04.2021
ნანახია: 759

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აქციას მართავენ.

ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ვითარება დაიძაბა.

სამოქალაქო აქტივისტები სამინისტროს შენობაში შეღწევას ცდილობდნენ და ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვდნენ. სამართალდამცავებმა აქტივისტებს ამის საშუალება არ მისცეს და ტერიტორიიდან გაყვანა დაიწყეს, რასაც მოჰყვა დაძაბულობა.

გავრცელებული ინფრომაციით, დაკავებულია 10-ზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე