"ქართული ოცნების" ოფისთან რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:12 | 14.04.2021
ნანახია: 557

ქართული ოცნების" ოფისთან "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინის მოხსნას ითხოვდენ.

აქციის მონაწილეებს სურდათ "ოცნების" წევრებს გასაუბრებოდნენ, რაზეც უარი მიიღეს, მოგვიანებით მათ გზის სავალ ნაწილზე წარწერების გაკეთება გადაწყვიტეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ ოთხი აქტივისტი დააკავა.

ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. დაკავებულებს შორის არიან გიორგი მუმლაძე, კახა კვეკვესკირი და ნიკა ნარსია.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე