კახეთში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 3 არასრულწლოვანი

საქართველო, თბილისი - 20:28 | 11.04.2021
ნანახია: 690

კახეთში, გურჯაანი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 ბავშვი კი დაშავდა. არასრულწლოვნები ერთერთი გარდაცვლილის შვილები არიან.

სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო მეორე მანქანის მძღოლმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე