Freedom House-ის ანგარიშში თავისუფლების მდგომარეობა საქართველოში გაუარესდა
საქართველო, თბილისი - 14:03 | 03.03.2021 ნანახია: 586
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 195 ქვეყანაში ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების შესახებ მდგომარეობას.
აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს კვლავ რჩება ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის და მისმა საერთო ქულამ 60 (100-დან) შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, 1 ქულით ნაკლებია.
2019 წელს საქართველოს 63 ქულა ჰქონდა, 2020 წელს კი - 61.
"საქართველოში ტარდება რეგულარული და კონკურენტული არჩევნები. მისი დემოკრატიის ტრაექტორიამ გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა 2012–13 წლებში, როდესაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში უკუსვლას განიცდის.
ოლიგარქიული გავლენა ზემოქმედებას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, ხოლო კანონის უზენაესობა პოლიტიზირებულია. სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულად არის დაცული", - ნათქვამია ანგარიშში.
"ფრიდომ ჰაუსი" აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, "ქართული ოცნება" მესამე ვადით მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა არჩევნებს ჩრდილი მიაყენა ხმების მოსყიდვამ, ძალადობის შემთხვევებმა და ხმების დათვლის დროს დაშვებულმა შეცდომებმა, რასაც მოჰყვა ოპოზიციის ბოიკოტი.
ანგარიშში ასევე მიმოხილულია, კორონავირუსის პანდემის გამო დაწესებული შეზღუდვები. როგორც "ფრიდომ ჰაუსი" წერს, მიუხედავად იმისა, რომ მეტწილად შეზღუდვები პროპორციული იყო ვირუსის გავრცელების საფრთხისა, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესები იმარჯვებდნენ საზოგადოებრივი ჯანნმრთელობის სფეროში გამოცხადებულ შესყიდვების ტენდერებს.
როგორც "ფრიდომ ჰაუსი" წერს, საქართველოში წვრილმან კორუფციასთან ბრძოლის პროგრესი მიღწეულია, თუმცა ელიტური კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მედიაგარემო პლურალისტურია, მაგრამ მიკერძოებული.
"ფრიდომ ჰაუსი" ანგარიშში რელიგიის თავსუფლების მხრივ მდგომარეობასაც ეხება.
"კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლებას, მაგრამ განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მას არ შეხებია პანდემიის გამო დაწესებული შეკრების შეზღუდვები. საქართველოს რელიგიური უმცირესობები აცხადებენ, რომ განიცდიან დისკრიმინაციას მართლმადიდებელი სასულიერო პირების და მრევლის მხრიდან და სახელმწიფოსგან არასათანადოდ არიან დაცულნი", - ნათქვამია ანგარიშში.
"ფრიდომ ჰაუსი" წერს, რომ საქართველოს მოქალაქეები ზოგადად სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლებით, მათ შორის ონლაინ კომუნიკაციებში. თუმცა, ბოლო წლებში გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა კანონი აძლევს სახელმწიფო უწყებებს უფლებას, აწარმოონ მეთვალყურეობა და მონაცემთა შეგროვება სათანადო მეთვალყურეობის გარეშე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანაში შეკრების უფლება ხშირად დაცულია, მაგრამ პოლიცია ზოგჯერ დემონსტრანტების მიმართ გადამეტებულ ძალას იყენებს.
"2020 წლის ნოემბერში პოლიციამ წყლის ჭავლები გამოიყენა ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად, რომლებიც აპროტესტებდნენ საარჩევნო დარღვევებს ცესკოს შენობის წინ თბილისში. სახალხო დამცველის აპარატმა და სხვა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა წყლის ჭავლის გამოყენება გადაჭარბებულ და უკანონოდ მიიჩნიეს.
წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები პოლიციამ 2019 წლის ივნისშიც გამოიყენა, როდესაც მომიტინგეები ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას მას შემდეგ, რაც სპიკერის სავარძელში რუსი დეპუტატი გამოჩნდა. ასობით ადამიანი დაშავდა.
2019 წელს მთავრობამ უარი განაცხადა, დაეცვა თბილისში დაგეგმილი ლგბტ პრაიდის უსაფრთხოება", - ნათქვამია ანგარიშში.
"ფრიდომ ჰაუსის" განცხადებით, განხორციელებული სასამართლო რეფორმების მიუხედავად, კვლავ პრობლემად რჩება სასამართლოს საქმიანობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა. პრობლემაა ასევე სასამართლო პროცესების გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობის საკითხი.
პოლიტიკა
- „ოცნების“ დამსახურებაა, პატიმარი სააკაშვილი წინასაარჩევნო აგიტაციას რომ ეწევა, თავის პარტიას ციხიდან სრულფასოვნად მართავს და პირდაპირ ეთერში მთელ საქართველოს მოძღვრავს, „ოცნება“ ამით სარგებელს იღებს - ტატა ხვედელიანი
- ეუთო-ს რეზოლუციის მიღების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ბოდიშებს უხდიდნენ საქართველოს დელეგაციას, რა ვქნათ, პოლიტიკაა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილებაო - არჩილ გორდულაძე
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
- ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“ - ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებაზე“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















