საქართველოს მოსახლეობის 60-70%-ს ჩემი დაბრუნება სურს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:47 | 26.02.2021
ნანახია: 1809

საქართველოში მე მაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა. გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 60-70%-ს ჩემი დაბრუნება სურს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ "დოჟდის" განუცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვას - რამდენჯერმე დაპირების შემდეგ, კონკრეტულად, როდის უნდა ველოდოთ სააკაშვილის თბილისში ჩამოსვლას, ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საზოგადოებისთვის რომელიმე კონკრეტულ რიცხვში ჩამოსვლის პირობა არასოდეს მიუცია და რომ დახმარებისთვის ყოველთვის მზად არის.

"სიმართლეა, რომ საქართველოში მე მაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა. გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 60-70%-ს ჩემი დაბრუნება სურს.

ნიკა მელიასაც აქვს ფართო მხარდაჭერა. ჩვენ ის ელექტრონული ხმის მიცემით ავირჩიეთ. ჩვენ ვართ პირველი პარტია რეგიონში, რომელმაც ელექტრონული არჩევნები ჩაატარა - ძალიან კარგად იმუშავა.

რომელიმე კონკრეტულ რიცხვში ჩამოსვლის პირობა არასოდეს მიმიცია. თუ მომიწევს ასეთი დაპირების მიცემა და ამის გაკეთება, გავაკეთებ. მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს დაპირებას. მე დახმარებისთვის ყოველთვის მზად ვიყავი, ამავდროულად, არ მინდოდა ოპოზიიის ერთიანობისთვის ხელის შეშლა", - თქვა სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე