ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 12:27 | 26.02.2021
ნანახია: 428

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა. ინფორმაცის ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, შარლ მიშელი თავდპირველად მოლდოვას ეწვევა, შემდეგ იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, რის შემდეგაც უკრაინაში გაემგზავრება.

"პრეზიდენტი შარლ მიშელი მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში გაეგზავრება. ვიზიტი 28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით გაიმართება. საქართველოში ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება. ის ასევე ეწვევა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება", - ნათქვამია განცხადებაში.

შარლ მიშელი ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები, კორონავირუსთან ბრძოლა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე