დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მსვლელობა იმართება

საქართველო, თბილისი - 12:22 | 26.02.2021
ნანახია: 503

დღეს, 26 თებერვალს 13 საათზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მსვლელობა "თავისუფლებისთვის" დაიწყება. ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით დაიწყებენ მსვლელობას. უკვე 15 საათიდან აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბებიან, სადაც ლიდერები სიტყვით გამოვლენ და სამოქმედო გეგმას გააჟღერებენ.

მათი მოთხოვნებია გათავისუფლდნენ ნიკა მელია და გიორგი რურუა. ასევე, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

აქციას უერთდებიან რეგიონებიდანაც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე