ხელისუფლებამ დაიწყო მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია - გიგი უგულავა

საქართველო, თბილისი - 21:20 | 25.02.2021
ნანახია: 730

ხელისუფლებამ დაიწყო მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია, - წერს სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა.

როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ თანხის გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს ნიკა მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით მიმართავს.

"ხელისუფლებამ დაიწყო მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია, ვნახოთ რამდენი რედბული დაჭირდება ამ საქმეს", - წერს უგულავა.

როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ თანხის გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს ნიკა მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით მიმართავს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გაიმართა ბრიფინგი, სადაც ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ პროკურატურის განცხადება არ ცვლის ნიკა მელიას გადაწყვეტილებას და ის არასდროს გახდება ბიძინა ივანიშვილის უსამართლო თამაშის მონაწილე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე