ნიკა მელიას დაკავება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, მარტო ვერ დავტოვებთ - დონალდ ტუსკი

საქართველო, თბილისი - 20:01 | 25.02.2021
ნანახია: 765

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი შეშფოთებას იწვევს.

"არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი მხარდაჭერა პრო-ევროპული და დემოკრატიული ძალების მიმართ უკრაინაში, ბელარუსსა და საქართველოში. უახლესი მოვლენები თბილისში - ჩვენი მეგობრის, ნიკა მელიას და კოლეგების დაკავება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ ვერ დავტოვებთ მათ მარტო საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში", - წერს ტუსკი Twitter-ის გვერდზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე