ვახო სანაიაზე თავდასხმაზე სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური - ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:35 | 25.02.2021
ნანახია: 560

პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

პრემიერი გმობს ძალადობას და ამბობს, რომ სახელმწიფოს მომხდარზე ადეკვატური პასუხი ექნება.

„მსურს გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ვახო სანაიასა და მის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შსს-მ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით დააკავეს სამი პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე