მელია ყველაფერს აკეთებდა საკუთარი თავის დასაჭერად - ელისო ბოლქვაძე
საქართველო, თბილისი - 19:07 | 23.02.2021 ნანახია: 745
ქართული ოცნების დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე Facebook-ზე ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება.
ოცნების დეპუტატი წერს, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დადგა და კანონი ისე აღასრულა, რომ არავინ დაშავებულა. მისი თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურ ჰუმანიზმს იჩენდა მელიას მიმართ, ის კი ყველაფერს აკეთებდა საკუთარი თავის დასაჭერად.
"საქართველო უნიკალური კულტურით მდიდარი, უძველესი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, თუმცა გაუთავებელმა ომებმა, ოკუპაციამ სახელმწიფოებრივობის შეგრძნება დაგვიქვეითა და დაგვავიწყა, რომ “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეკუთნოდეს"!
ჩვენი თავის მართვას მაშინ შევძლებთ, როდესაც თითოეული მოქალაქე გაითავისებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონის წინაშე ყველა თანასწორი!
ამ ანბანურ ჭეშმარიტებაზე არის დაფუძნებული განვითარებული ევროპული სახელმწიფოები და თუკი ჩვენ, მუდმივი არეულობის, კანონის ფეხქვეშ გათელვის მცდელობებში ვიქნებით, ერთიან ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაცია ძალიან გაგვირთულდება.
საბედნიეროდ, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დადგა და კანონი ისე აღასრულა, რომ არავინ დაშავებულა.
სახელმწიფო მაქსიმალურ ჰუმანიზმს იჩენდა ბრალდებული მელიასადმი, მელია კი ყველაფერს აკეთებდა საკუთარი თავის დასაჭერად. მისი დაკავებისასაც კი, როდესაც მეორე მხარეს პროვოკაცია და ძალადობა იგეგმებოდა, პოლიციამ პროპორციული ძალის გამოყენებით, მაქსიმალურად ჰუმანურად უზრუნველყო კანონის აღსრულება. სწორედ ჰუმანიზმი და ეს ხელწერაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამ გუნდის წევრი გავხდი", - წერს ბოლქვაძე.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















