დიმიტრი ქუმსიშვილი ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 08:15 | 28.09.2015
ნანახია: 2048

დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. ბიზნესმენებთან შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ 10:.00 საათზე გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბიზნესასოციციებისა და ფონდების ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაზე საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მიერ მომზადებული საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია გაიმართება. პროექტები რამდენიმე მიმართულებითაა მომზადებული.

ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში თითქმის ერთი წლის წინ შეიქმნა. მისი ამოცანა ახალი ეკონომიკური საქმიანობის განვითარების მიზნით სახელმწიფო და კერძო სექტორების ინტენსიური თანამშრომლობის ხელშეწყობაა. ჯგუფი ახდენს ქვეყნისთვის ახალი ეკონომიკური საქმიანობის პროექტების იდენტიფიკაციას და კონკრეტული ბიზნესგეგმების მომზადებაზე მუშაობს. მინისტრისა და ბიზნესსექტორის შეხვედრა სწორედ ინდუსტრიული ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაციის მიზნით იმართება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით, ღონისძიებას სისტემური ხასიათი ექნება - საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტების ბიზნესსექტორისთვის წარდგენა მომავალში რეგულარულად გაიმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე