ქუმსიშვილი: ფაქტია, ეკონომიკა წინ მიდის და შევქმენით 60 000 სამუშაო ადგილი

საქართველო, თბილისი - 13:27 | 27.09.2015
ნანახია: 2142

ფაქტია, ეკონომიკა წინ მიდის და შევქმენით 60 000 სამუშაო ადგილი, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პალიტრა ტვ-ის გადაცემა ”რეზიუმეში”.

 “ მინდა მოვუწოდო ჩვენს ბიზნესმენებს, რომ ფაქტია, ეკონომიკა წინ მიდის. ფაქტია, რომ ჩვენ გვაქვს ზრდა ეკონომიკაში. ფაქტია, რომ წინა წელთან შედარებით ჩვენ გვაქვს გაზრდილი ხელფასები. ფაქტია, რომ ჩვენ შევქმენით 60 ათასი სამუშაო ადგილი, თქვენ შექმენით დამატებით 60 ათასი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, მე მესმის, რომ მედიიდან თქვენ მუდმივად გესმით, რომ ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური ვითარება. თუმცა არის ციფრები და არის თქვენ მიერ შექმნილი ადგილები და ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ კიდევ უფრო გააქტიურდნენ”, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე