"კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ" 10 მილიონი აშშ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა
საქართველო, თბილისი - 21:01 | 30.12.2020 ნანახია: 1229
სს "გალტ & თაგარტმა" საქართველოში ღვინისა და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის, შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობის" 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ეს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ პირველი ემისიაა, რაც კომპანიის მზარდ პოტენციალზე მეტყველებს.
ფიქსირებული შემოსავლის მქონე საჯარო ინსტრუმენტის ემისია საქართველოს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ბაზრისთვის პირველი ტრანზაქციაა, შესაბამისად, "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მომხმარებელს პირველად აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები ამ სექტორში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგეს 9%-ს. კომპანია გეგმავს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებას, შედეგად კი ობლიგაციის მფლობელები სრულად განთავისუფლდებიან გადასახადებისგან. ობლიგაციების ვადა შეადგენს 2 წელს და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2022 წლის 29 დეკემბერს.
„მოხარულები ვართ ამ წარმატებული დებიუტით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. აღნიშნული ობლიგაციების გამოშვება კომპანიის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და სამომავლო სტრატეგიების განხორციელებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, ჩვენი კომპანიის მაღალ სანდოობაზე მეტყველებს. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა გალტ & თაგარტს ამ პროცესში მხარდაჭერისთვის",- განაცხადა კახური ტრადიციული მეღვინეობის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.
"მსურს მივულოცო "კახურ ტრადიციულ მეღვინეობას" ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის წარმატებით განხორციელება. მე მჯერა, რომ ეს დიდწილად გაამყარებს ბაზარზე კომპანიის წამყვან პოზიციებს. ასევე მოხარული ვარ, ავღნიშნო გალტ & თაგარტის როლი „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ობლიგაციების წარმატებით გამოშვებასა და განთავსებაში. საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების სექტორში ეს არის ფიქსირებული შემოსავლის მქონე საჯარო ინსტრუმენტის განთავსების პირველი პრეცედენტი. მიუხედავად კოვიდ პანდემიის შედეგად საქართველოსა და მსოფლიოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური სიტუაციისა, ინვესტორების მხრიდან აღნიშნული ინსტრუმენტისადმი საკმაოდ მაღალი ინტერესი და აქტივობა დაფიქსირდა. მსურს მივულოცო გალტ & თაგარტის მთელ გუნდს მორიგი წარმატება, დღეისათვის გალტ & თაგარტი არის წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რომელიც თანამშრომლობს როგორც, საჯარო და კერძო სექტორთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან," - განაცხადა "გალტ & თაგარტის" მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















