არ შეიძლება ადამიანის დაჭერა მასტურბაციისთვის - იაგო ხვიჩია
საქართველო, თბილისი - 19:57 | 03.12.2020 ნანახია: 778
"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ "დღის კურიერის" ეთერში განმარტება გააკეთა ფეისბუქში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტთან დაკავშირებით, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიას ეხებოდა და რომელსაც საზოგადოებაში განხილვა მოჰყვა.
ხვიჩიას თქმით, არ შეიძლება ადამიანი დაიჭირო ბავშვთა პორნოგრაფიის ყურების გამო, სანამ არ იქნება შესაბამისი მოკვლევა, ნამდვილად წაახალისა თუ არა ამ ქმედებით მან ეს ბიზნესი.
"ჩემზე მოდის უსამართლო ტალახის ნიაღვარი, რომელსაც, ჩემი აზრით, არ ვიმსახურებ. მე ვიტყვი რა დავწერე და რა დამაბრალეს. მე გამოვიწვიე ეს ადამიანები დებატებში. მაქვს ინფორმაცია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ცილს მწამებენ, უარს აცხადებენ ფიზიკურად საუბარზე, ცივილურ საუბარზე ამ თემასთან დაკავშირებით, რომ გაგვერჩია. გიჟი ვარ ამხელა ადამიანი, რომელიც ფეისბუქზე დაწერდა პოსტს, რომ პედოფილია კარგია და მხარს ვუჭერ, თუ რაღაცას მაბრალებენ?! სინამდვილეში, მე რაც დავწერე არანაირ კავშირში არაა პედოფილიის წახალისებასთან. წარმოიდგინეთ, ადამიანის დასჯა იმის გამო, რომ მან რამე ნახა, ან მოისმინა და სხვას მოუყვა ამის შესახებ. რა შეიძლება ბუნებაში იყოს ისეთი, რომლის ნახვითაც მე კრიმინალი გამოვდივარ, რომლის მოსმენით და მეგობრისთვის მოყოლისთვის კრიმინალი გამოვდივარ?! ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს.
ის შემთხვევა, რომელზეც მე დავწერე, ზუგდიდში მომხდარ შემთხვევაა, როდესაც დააკავეს მამაკაცი პორნომასალის შენახვისა და გამოყენებისთვის, რომელიც არასრულწლოვანთა პორნომასალას შეიცავდა, აქ საუბარი იყო იმაზე, რომ არ შეიძლება ადამიანის დაჭერა იმის გამო, რომ მან რაღაც ნახა და შეინახა, და არა იმის გამო, რომ რაღაც დაამზადა - დაამზადა ბავშვთა პორნოგრაფია ან მონაწილეობდა ამაში, ან თუნდაც წაახალისა. როცა ამბობ, რომ ვიღაცა წაახალისე, უნდა არსებობდეს, რომ შენ მიერ გადახდილმა ფულმა ამ ბიზნესში რაღაცნაირად წვლილი შეიტანა. ვინმემ საერთოდ გამოიკვლია? იქნებ არ იყო ასე და სხვაგვარად იყო. ამის გამოკვლევის გარეშე ჩვენ საერთოდ დავივიწყეთ უდანაშაულობის პრეზუმფცია და ახლა ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი უკიდურესი სიტყვებით მლანძღავს ფეისბუქზე. იმის გამო, რომ ვთქვი, არ შეიძლება ადამიანის დაჭერა, თუ ის სხვაზე არ ძალადობს, არ შეიძლება ადამიანის დაჭერა მასტურბაციისთვის“, -განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
- „ოცნების“ დამსახურებაა, პატიმარი სააკაშვილი წინასაარჩევნო აგიტაციას რომ ეწევა, თავის პარტიას ციხიდან სრულფასოვნად მართავს და პირდაპირ ეთერში მთელ საქართველოს მოძღვრავს, „ოცნება“ ამით სარგებელს იღებს - ტატა ხვედელიანი
- ეუთო-ს რეზოლუციის მიღების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ბოდიშებს უხდიდნენ საქართველოს დელეგაციას, რა ვქნათ, პოლიტიკაა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილებაო - არჩილ გორდულაძე
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















