პოლიციას არ აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს - ნინო ლომჯარია

საქართველო, თბილისი - 23:07 | 08.11.2020
ნანახია: 633

პოლიციას არ აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს, - სახალხო დამცველი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტს ფეისბუქზე ეხმიანება.

"უკიდურესად სამწუხარო მოვლენები განვითარდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას! პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ! - წერს ლომჯარია.

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი ცრემლსადენი გაზი ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე